ირაკლი ჩიქოვანი: მოხსენებაში ასახული საკითხები არაადეკვატურია!

ირაკლი ჩიქოვანი: მოხსენებაში ასახული საკითხები არაადეკვატურია!

  ევროსაბჭოს მიერ  საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ეხმაურება. 
 
  მისი თქმით, მოხსენებაში აღნიშული საკითხები ადეკვატურად არ არისასახული.

 

   "რეზოლუცია, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საკმაოდ წინააღმდეგობრივი რეზოლუციაა.  ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა, როდესაც ასამბლეზე მიღებულია ისეთი რეზოლუცია, რომელსაც მხარს არ უჭერენ თვითონ მომხსენებლები, ვინც უშუალოდ ფლობენ ადგილზე სიტუაციას. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად მოხსენებაში ასახული საკითხები არ არის ადეკვატურად ასახული თვითონ რეზოლუციაში. ასევე რაც შეეხება, იმ კომიტეტის ხელმძღვანლს, რომელშიც გადის ეს რეზოლუცია, ანუ მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელს, ამ კომიტეტის ხელმძღვანელმაც მხარი არ დაუჭირა",-აცხადებს ჩიქოვანი.

  ცნობისთვის, ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია დაამტკიცა. 103 მომხრე, 27 წინააღმდეგი  -  რეზოლუცია  ამ შედეგით დაამტკიცეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: