გელა დუმბაძე: 12-18 ოქტომბერს საქართველოში დიასპორული კვირეული გაიმართება!

გელა დუმბაძე: 12-18  ოქტომბერს საქართველოში დიასპორული კვირეული გაიმართება!

  12-18 ოქტომბრამდე საქართველოში დიასპორული კვირეული გაიმართება. განცხადება ამის შესახებ დიასპორულ საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ გააკეთა.

 

  13 ოქტომბერს დიასპორულ-ეკონომიკური ფორუმი საასტუმრო "მეტეხი" 2 დამოუკიდებელი კომფერენციის სახით გაიმართება. კონფერენციაზე დიასპორული ინვესტიციები იქნება განხილული.

 

  მინისტრის თქმით, ღონისძიებაზე დასასწრებად  დიასპორის წარმომადგენლები ჩამოვლენ.


  "დიდი იმედი გვაქვს, რომ ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას. უკევ დადასტურებულია ძალიან ბევრი მაღალი რანგის სტუმრის დასწრება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ა.შ.", -განაცხადა გელა დუმბაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: