დავით უსუფაშვილი: სასამართლო რეფორმის მეორე ტალღა უახლოეს მომავალში დაიწყება!

დავით უსუფაშვილი: სასამართლო რეფორმის მეორე ტალღა უახლოეს მომავალში დაიწყება!

  დავით უსუფაშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ უფრო კარგად და ეფექტურად იმუშაოს.

 უსუფაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა მედია და ბიზნესი უფრო დამოუკიდებელლი გახდა.

  "ევროსაბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია და ჩვენ, როდესაც გადავწყვიტეთ ევროპული ინტეგრაცია, ყველა დაწესებულებაში, ყველა უწყებაში თავი უნდა წარმოვადგინოთ ღირსეულად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეზოლუციას ყველა კარგად გავეცნობით და სათანადო დასკვნებს გამოვიტანთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ დემოკრატიის ხარისხს. ევროპა ახალ ხელისუფლებას გვეუბნება იმას, რომ ძალიან სერიოზული მიღწევებია ქვეყანაში, ძალიან ბევრი სწორი რეფორმაა დაწყებული, ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, მედია, ბიზნესი - თავისუფალია. გვაქვს პოლიტიკური თავისუფლება. თავისუფალია გარემო, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგალითად, სასამართლოს რეფორმის მიმართ, ჩვენ ვთქვით, რომ ერთი ტალღა დასრულდა. მეორე ტალღა დაიწყება უახლოეს მომავალში. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, ყველა იმ კითხვაზე თუ წუხილზე, რაც ამ რეზოლუციაშია გამოთქმული, დამაჯერებელი პასუხი იქნება გაცემული. ეს პასუხი იქნება ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის და არა მათთვის, ვინც ცდილობს, ამ რეზოლუციას ამოეფაროს და რაიმეთი საკუთარი ბოროტმოქმედება და შეცდომები წარსულში გაამართლოს. ეს რეზოლუცია ახალ ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ იმუშაოს უკეთ, ხოლო ძველზე არ ლაპარაკობს იმას, რომ იყვნენ კარგი", - აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: