თეა წულუკიანი: ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ კანონი არ დარღვეულა!

თეა წულუკიანი: ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ კანონი არ დარღვეულა!

  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას კანონიერად იმყოფება წინასწარ პატიმრობაში.

  "ამჟამად ბაჩო ახალაია იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ივნისიდან სერგო თეთრაძის საქმეზე, ხოლო ივნისის თვიდან არ არის 9-თვიანი ვადა გასული და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არცერთ მიმდინარე საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ კონსტიტუციური 9-თვიანი ვადა დარღვეული არ არის. ჩვენი კანონი ამ ვადის ათვლას ყოველ ახალ საქმეზე თავიდან ითვალისწინებს, ამიტომ კანონი დაცულია. თუ ევროსაბჭოში ჩვენი მეგობარი ქვეყნის პარლამენტარები თვლიან, რომ თვითონ კანონია უხარისხო და შესაცვლელი, იუსტიციის სამინისტრო მზარ არის, რომ ეს კანონი შეცვალოს, მაგრამ დღეს ჩვენი კანონი არ არის დარღვეული და ბაჩანა ახალაია აბსოლუტურად კანონიერად იმყოფება წინასწარ პატიმრობაში", - განაცხადა წულუკიანმა.

  იუსტიციის მინისტრმა  სასამართლოს დამოუკიდებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურა არ არის უფრო ძლიერი სასამართლო დარბაზში, ვიდრე განსასჯელის ადვოკატი.


  "დღეს პროკურატურა არ არის პოლიტიკაზე დამოკიდებული. პროკურატურა არ არის უფრო ძლიერი სასამართლო დარბაზში, ვიდრე განსასჯელის ადვოკატი, მხარეები არიან თანასწორი. მედია იმყოფება სასამართლო დარბაზში. ეუთო-ს ოდირი არის სასამართლო დარბაზებში და პროცესებს მეთვალყურეობას უწევს. მოსამართლე არის დამოუკიდებელი და თავისუფალი და იქ, სადაც გასამართლებელია ადამიანი, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსანი, მოსამართლეს აღარ ერიდება, რომ ის გაამართლოს და იქ, სადაც დასასჯელია, სჯის თავისუფალ პირობებში", - განაცხადა წულუკიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: