ეკა ბესელია: სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალია!

ეკა ბესელია: სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალია!

   "ჩვენ არ გვაქვს უფლება, კანონზე მაღლა დავაყენოთ ვინმე - ან სააკაშვილი, ან ახალაია" -  აღნიშნული განცხადება, დეპუტატმა, ეკა ბესელიამ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ასევე,  მან ასამბლეას მოუწოდა,რომ კონკრეტული სახელები და გვარები რეზოლუციაში არ მიეთითებინა.

   "საქართველოს ხელისუფლებამ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვა. სასამართლო გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენისგან. ახალმა მთავრობამ დაიწყო გამოძიება იმ საქმეების, სადაც იყო ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა და არაადამიანური მოპყრობა, წამება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, კანონზე მაღლა დავაყენოთ ვინმე - სააკაშვილი ან ახალაია. ყველა თანასწორია. საქართველოში არ არის პოლიტიკური დევნა, ეს ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის დროს. გამოცხადდა ამნისტია და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. სასამართლო მოსმენები გახდა ღია და გამჭვირვალე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის ოპოზიციის ლიდერის ძმა", - განაცხადა ბესელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: