თბილისის საკრებულო დღეს მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს დაამტკიცებს

თბილისის საკრებულო დღეს მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს დაამტკიცებს

  დღეს თბილისის საკრებულომ იმ საკონკურსო კომისიის ხელმძღვანელი უნდა დაამტკიცოს, რომელიც მერიის თანამშრომელთა ატესტაციას ჩაატარებს.

 

 როგორც ცნობილია კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, ერთადერთი კანდიდატი, თბილისის მერის დავით ნარმანიას მოადგილე, ალექსანდრე მარგიშვილია წარდგენილი. ამ კომისიამ უნდა განსაზღვროს თვითმართველ ორგანოებში თანამშრომელთა ატესტაციის კრიტერიუმები.

  "განხილული იქნება მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ბატონი ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურა.
მას შემდეგ რაც იქნება დამტკიცებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, უკვე შესაბამისი პროცედურების მიხედვით, მერიაში გაიწერება ყველა ის პროცედურა, რის მიხედვითაც იქნება ჩატარებული ატესტაცია",-აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: