ლია რუსიაშვილი: მათთვის, ვისაც ეს „ზღაპრები“ სასაცილოდ ეჩვენება!

ლია რუსიაშვილი: მათთვის, ვისაც ეს „ზღაპრები“ სასაცილოდ ეჩვენება!

ვინც თვალს ადევნებს ჩემს სტატუსებს სხეულში ჩანერგილი ჩიპის საშიშროების შესახებ, შევპირდი სტატუსის მეორე ნაწილში მიმეწოდებინა ინფორმაციები, რომელიც ფსიქოტრონული ზემოქმედების რეალობას ეხება. მათ, ვისაც ეს „ზღაპრები“ სასაცილოდ ეჩვენებათ, იქნებ, იმ ფაქტებზე დაფიქრდნენ, რომელზეც, ჯერ კიდევ ოცი წლის წინ წერდა „ასავალ-დასავალი“:

-„საბჭოთა კავშირში ფსიქოტრონული იარაღის პროგრამა „რადიოსონის" სახელწოდებით იყო ცნობილი. თავად ლაბორატორიის სახელწოდება ПИОН კი ასე იშიფრებოდა - психологические исследования особого назначения - განსაკუთრებული დანიშნულების ფსიქოლოგიური კვლევები. საბოლოოდ შეიქმნა მძლავრი დამასხივებელი, რომლის გამოცდაც 1957 წელს ნოვოსიბირსკის სამხედრო პოლიგონზე მოხდა. 145 კაცისაგან შემდგარმა ქვედანაყოფმა დასხივების შედეგად მომენტალურად ძილს მისცა თავი და გამოკვლევებსაც ამ მიმართულებით სერიოზული ტაბუ დაედო. უფრო მეტიც, სულ მალე გამოიცა შინაგან საქმეთა ჯანმრთელობის სამინისტროების ერთობლივი ბრძანება, რომლის თანახმად, ყველა, ვინც კრინტს დაძრავდა გონებაზე ზემოქმედების შესაძლებლობაზე ან, ზოგადად, ფსიქოტრონულ იარაღზე, დაუყოვნებლივ უნდა მოეთავსებინათ სპეციალურ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობისათვის...“

ისმება კითხვა: მართლა დაედო კი ტაბუ გამოკვლევებს ამ მიმართულებით? არსებობს ეჭვი, რომ 2005 წელს ამ ტიპის იარაღი რუსმა სამხედროებმა ჩეჩნეთშიც გამოსცადეს, სადაც, ადგილი ჰქონდა უცნობი ეტიოლოგიის დაავადების გავრცელებას, რომელსაც ახასიათებდა გუდვითი სინდრომი, გულყრა, ისტერია და პანიკური შიშები...
 
თუმცა, მთავარი, ამ შემთხვევაში ეს კი არაა, არამედ იმ რეალობის აღიარება, რომ თურმე, მართლა არსებობს ადამიანებზე ზემოქმედების ტექნოლოგია, თურმე, აშშ-ში, 2009 წელს პენტაგონიდან მართლა გაჟონა ინფორმაციამ, რომლის თანახმად, აღნიშნული სამხედრო უწყება ინტენსიურად მუშაობს ფსიქოტრონული შეიარაღების ახალ და უაღრესად ეფექტურ სახეობებზე.


და რომ, ექსპერტთა მტკიცებით, ეს ფსიქოტრონული (იგივე ნეირონული) იარაღი არც თუ იშვიათად საბრძოლო მიზნითაც გამოიყენება. მაგალითად, სპარსეთის ყურეში ამერიკელების შეტევის წინ ერაყის გააფთრებული წინააღმდეგობის ფრონტი დასხივდა ელექტრომაგნიტური ქვემეხებით. აშშ-ის ჯარისკაცებისთვის მოულოდნელად ერაყელებმა შეწყვიტეს ყოველგვარი პროტესტი და ერთიანად დათრგუნვილები ტყვედ ჩაბარდნენ. რიგი მტკიცებულებებით, ფსიქოტრონული იარაღი გამოიყენეს ავღანეთსა და ლიბიაშიც.

ასე რომ, იქნებ აჯობებს შევეშვათ ამ საკითხზე ღია თუ დახურული კარების მტვრევას და ყურადღება გადავიტანოთ იმ მიმართულებით, თუ რა კავშირშია მსგავსი გამოგონებები კონკრეტულად, შუბლში ან მარჯვენა ხელში ჩანერგილ ჩიპთან.


საამისოდ, მამა პაისის იმ მოსაზრებას გავეცნოთ, თუ როგორ წარსდგება ანტიქრისტე კაცობრიობის წინაშე:

-„ეკუმენიზმი. საერთო ბაზარი. ერთი დიდი სახელმწიფო, ერთი რელიგია, მათ საზომზე მორგებული და შეთითხნილი, აი, ასეთია ამ ეშმაკების გეგმები. სიონისტები უკვე ვიღაცას ამზადებენ მესიად. მათთვის მესია იქნება მეფე, ანუ ის აქ, მიწაზე იმეფებს. იეღოველებიც ასევე მიწიერ მეუფეს ელიან. სიონისტები თავიანთ მეფეს წარადგენენ, იეღოველები კი მას მიიღებენ. ისინი ყველaნი აღიარებენ მას მეფედ და იტყვიან:-„დიახ, ეს ის არის!“ უდიდესი შფოთი ატყდება, ამ არეულობაში ყველა მოისურვებს ისეთ მეფეს, რომელიც მათ ხსნას შეძლებს და მაშინ წარადგენენ ადამიანს, რომელიც იტყვის: -„მე - იმამი ვარ, მე - მეხუთე ბუდა ვარ, მე - ქრისტე ვარ, რომელსაც ელიან ქრისტეანები, მე ის ვარ, რომელსაც ელიან იეღოველები, მე - ებრაელთა მესია ვარ“... მას ხუთი მე ექნება.“ სხვათა შორის, ID ბარათის მიმართ ცთომილების ასაცილებლად, მამა პაისი კითხვაზე: - „მამაო, რა კავშირია ახალ მოწმობასა და ბეჭედს შორის?“ პასუხობს:
- "ა ხ ა ლ ი   მ ო წ მ ო ბ ა   ბ ე ჭ ე დ ი   ა რ ა ა,   ე ს ა ა   ბ ე ჭ დ ი ს   შ ე მ ო მ ტ ა ნ ი..."

ამჯერად, მამა პაისის ხედვებს ანტიქრისტეს შესახებ შევადაროთ ეს ინფორმაცია:
საიტ „აპოკალიფსისში“ ნახავთ ჟურნალ "Первый и Последний" (№7/2010) გამოქვეყნებული სტატიას სათაურით "ბლუ ბიმის" სატანური პროექტი", რომელიც გულისხმობს NASA-ს მიერ ორგანიზებულ უზარმაზარ შოუს ცაში.
 
-„ეს სანახაობა ისე იქნება კონსტრუირებული, რომ ჰოლოგრამები, რომლებიც ააწყობენ "მესიის" მოსვლას ადვილად დასანახი იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ტალღების გამოსხივება, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ ადამიანის ტვინზე, შეაღწევენ პლანეტის ნებისმიერ კუთხეში. ამ ჰოლოგრამით ყოველი იხილავს თავისი რელიგიის "მაცხოვარს" და მის მიმართვას საკუთარ ენაზე მოისმენს. მძლავრი კომპიუტერის მეშვეობით მოახდენენ შოუს კოორდინირებას, ხოლო დედამიწის ირგვლივ მოძრავი თანამგზავრების დახმარებით, დედამიწაზე გადასცემენ დაბალი სიხშირის შეტყობინებებს. ჰოლოგრამების პროეცირებისთვის, რომლებიც ასევე ძალზედ დაბალ სიხშირეზე იქნება, გამოიყენებენ 100 კმ. სიმაღლეზე არსებულ ნატრიუმს, რომელიც გარს აკრავს დედამიწას.

მაშინ, იესუს, მუჰამედის, ბუდას, კრიშნას და ა. შ. პროექციები "მაცხოვრის" ერთ ხატად უნივერსალური მესია იქადაგებს "გამოცხადებას" ყველა ხალხთა ენაზე. ვარაუდობენ, რომ ეს ეშმაკის ნაშიერი, ილაპარაკებს იმაზე, რომ სხვადასხვა რელიგიური წმიდა წერილი სიცრუეა და, რომ ძველი რელიგიები პასუხისმგებელნი არიან ყველა იმ ბოროტებაზე, რაც პლანეტაზე არსებულა. ამიტომაც, ისინი უნდა გაუქმდნენ, რათა ადგილი დაუთმონ ახალ, ანტიქრისტეს რელიგიას, რომელიც ყველას უხელმძღვანელებს“...

ანუ, ის, რაც მამა პაისიმ განჭვრიტა, თუ როგორ წარსდგება ანტიქრისტე კაცობრიობის წინაშე, პრაქტიკულად ასე განხორციელდება...

ყურადღება მიაქციეთ ფრაზას:-„ტალღების გამოსხივება, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ ადამიანის ტვინზე, შეაღწევენ პლანეტის ნებისმიერ კუთხეში...“
ისმება კითხვა: ყველა ადამიანზე იმოქმედებს ეს გამოსხივება, თუ მარტოდენ ჩიპ ჩანერგილებზე?

ეჭვგარეშეა, რომ მხოლოდ ჩიპ ჩანერგილებზე, რადგან მარტივი ლოგიკაა - ნებისმიერი ელექტრომოწყობილობა, რომელიც მომართულია სიგნალების მიღება-გადაცემაზე, ფაქტია, რომ გახდება ადრესატის სამართავი ინსტრუმენტი.
 
ვიღაც იტყვის, მერედა, ასეთ საიდუმლოს წინასწარ რატომ გაამხელდნენო?! წესით, ასეთი მაზომბირებელი ექსპერიმენტები და ცრუსასწაულები სჭირდებათ წინასწარ შემამზადებელი ადაპტაციისთვის, თუმცა ამაზე, ისევე როგორც ყოველივეზე, ერთი პასუხი არსებობს: - „არა არს დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს“... და სწორედ უფლის დაშვებითაა გაცხადებული ესეც, რათა კიდევ ერთხელ მიეცეთ ადამიანებს შანსი - არ წამოეგონ ბოროტის ანკესს! მით უფრო, რომ უკვე არსებობს მრავალი თანამედროვე კომპიუტერული ინფორმაცია ადამიანის ტვინის ელექტროქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესახებ და რომ ზესახელმწიფოებში მილიონობით ადამიანზე ჩატარებული ექსპერიმენტებიც ეჭვშეუტანლად მეტყველებს სმენითი და ვიზუალური ზემოქმედების უდიდეს შესაძლებლობაზე.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ექსპერიმენტები უშედეგოდ დასრულდა მორწმუნე, მაზიარებელ, პირჯვრის გადამწერ ადამიანებზე, რისი ახსნაც მატერიალისტებისთვის ცხადია, შეუძლებელია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ჩიპის ჩანერგვის შემდეგ ისინი დაკარგავენ ამ დამცავ გარსს, რადგან, როგორც მამა პაისი აღნიშნავს, ისინი „ნებით დაექვემდებარებიან ეშმაკის ზემოქმედებას...“ ეს „ზემოქმედება“ კი განხორციელდება სწორედ იმ ბეწვისოდენა ელექტრონული აპარატის მეშვეობით, რომლის შუბლში და მარჯვენა ხელში ჩასანერგადაც ამზადებენ ადამიანებს, ვითომდა, კეთილი მიზნით - „ტექნიკის პროგრესის სახელით დაიცვან მისი მატერიალური და პიროვნული უშიშროება“. ამას აშკარად მიანიშნებს, ჩემი აზრით, წმინდა ეფრემ ასური:-„დააკვირდით მხეცის სივერაგეს და მზაკვრულ ეშმაკობას, თუ როგორ იწყებს კუჭით, რათა ადამიანი ჩავარდება რა მძიმე მდგომარეობაში საკვების უქონლობის გამო, იძულებული გახდეს, მიიღოს ბეჭედი (მხეცისა) ანუ ავად სახსენებლი ნიშანი არა ნებისმიერ ასოზე სხეულისა, არამედ სწორედ მარჯვენა ხელსა და აგრეთვე შუბლზე, რათა ამ ადამიანს უკვე აღარ ჰქონდეს იმის თავი, რომ მარჯვენით გამოისახოს ჯვარი, შუბლზე კი აღიბეჭდოს უფლის წმინდა სახელი, ანუ დიდებული და პატიოსანი ჯვარი ქრისტე მაცხოვრისა ჩვენისა, რამეთუ უწყის უბედურმა, რომ უფლის ჯვრის გამოსახვა არღვევს მთელ მის ძალას. ამიტომაც ადებს მარჯვენა ხელზე თავის ბეჭედს, რამეთუ სწორედ ეს ხელი გამოსახავს სხეულის ყველა ასოზედ ჯვრის ნიშანს. მსგავსადვე ამისა, შუბლიც, როგორც ლამპარი, მაღლად ატარებს სინათლის მანათობელს (მომასწავებელს) მხსნელისა ჩვენისა. მხეცი ამ საშინელებას იმისთვის მიმართავს, რათა უფლისა და მაცხოვრის სახელი სულაც არ იხსენიებოდეს, თრთის და ეშინია რა ჩვენი მაცხოვრის წმიდა ძალისა; რამეთუ ვინც არ იქნება მხეცის ნიშნით აღბეჭდილი, მას ვერც დაატყვევებს მისი წარმოსახვითი ცრუსასწაულები..."

არ გამოვრიცხავ, რომ წმიდა იოანე ღმრთისმეტყველი და ძველი მამები სულიერ ბეჭედზეც მიუთითებენ, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით ზომბირება იგივე ეფექტს აღწევს!

ასე რომ, საბოლოო არჩევანი ჩვენზეა - სამომავლოდ სხეულში ჩანერგილი მიკროჩიპით ნებაყოფლობითი დაზომბირება თუ სულიერი თავისუფლება და უფლისადმი ფხიზელი ერთგულება!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: