საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმოდი დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმოდი დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

  დღეიდან, 3 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრამდე ქალაქ ჟენევაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმოდი დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. დელეგაციას ხელმძღვანელობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე. დელეგაციის შემადგელობაში არიან პარლამენტის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი და პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი.


  შვეიცარია, როგორც 2014 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, არჩეულ იქნა ასამბლეის შეხვედრის ადგილად. მონაწილეებს პლენარულ სესიაზე სიტყვით მიმართავენ შვეიცარიის შტატების საბჭოს (პარლამენტის ერთ-ერთი პალატის) სპიკერი ჰანს ჯერმანი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე ბურღალტერი.
საქართველოს დელეგაცია გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ილკა კანერვასთან, ასამბლეის გენერალურ მდივანთან სპენსერ ოლივერთან და ეუთოს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერისთან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: