გია ნოდია: ევროსაბჭო წინა ხელისუფლებასაც აკრიტიკებდა!

გია ნოდია: ევროსაბჭო წინა ხელისუფლებასაც აკრიტიკებდა!

  პოლიტოლოგი გია ნოდია ევროსაბჭოს რეზოლუციის შესრულებას სავალდებულოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპასთან კონფრონტაციაში შევდივართ. განცხადება ამის შესახებ  გია ნოდიამ საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ "კვირას" პრესკლუბში გააკეთა.

 მისი თქმით, ევროსაბჭო წინა ხელისუფლებასაც აკრიტიკებდა, თუმცა ბოლო რეზოლუციაში ბალანსი აშკარად შეცვლილია და საქართველოს ხელისუფლების მიმართ მეტი კრიტიკა არსებობს ვიდრე ქება.

 

 როგორც გია ნოდიამ განაცხადა,  ხელისუფლება, ერთი მხრივ, ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ის ევროკავშირისკენ და ნატოსკენ ისწრაფვის, მეორეს მხრივ კი ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულებას სავალდებულოდ არ მიიჩნევს.

  "ეს რეზოლუცია იმ პრობლემების აღწერაა, რაც საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით არსებობს. ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იღებს კრიტიკას და მკაცრ შეფასებებს "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების აქტიური მუშაობით ხსნის. მსგავსი რეაქცია მართლაც შემაშფოთებელია. ევროსაბჭო იძლევა რეკომენაციებს და იმის მიუხედავად რომ მათი შესრულების იურიდიული ვალდებულება არ არსებობს, საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს იგი თუ ევროკავშირის წევრობა უნდა"- განაცხადა გია ნოდიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: