რა პროექტს ახორციელებს ნავთობისა და გაზის კორპორაცია?

რა პროექტს ახორციელებს ნავთობისა და გაზის კორპორაცია?

  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის სამგორის სამხრეთი თაღის ნავთობის საბადო შეარჩია. ნავთობის ძიება-მოპოვების სფეროში საქართველოში მომუშავე ერთ-ერთ კომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ამ საბადოზე გაზსაცავის პროექტის განხორციელების უფლება მიიღო.

 

  ჩატარებული ანალიზის შედეგებმა აჩვენეს, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს შუა ეოცენის ჰორიზონტი გაზსაცავის მშენებლობის მიზნებისთვის ყველაზე ოპტიმალური სტრუქტურაა.

 

  სამგორის სამხრეთი თაღის სტრუქტურაზე გაზსაცავის მშენებლობის შემდეგ შესაძლებელი იქნება მასში 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა, რაც საქართველოში გაზის მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.
გაზსაცავის მშენებლობით, ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც მნიშვნელოვნად აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში ქვეყნის გარედან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში და შეამცირებს გაზის მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსს.
 

   უახლოეს პერიოდში დაიწყება გაზსაცავის პროექტის წინასწარი საინჟინრო-ტექნიკური შესწავლები ისევე, როგორც აუცილებელი ფინანსების მოძიების სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ მოხდება გაზსაცავის მშენებლობა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: