გია ცაგარეიშვილი: ის დრო წავიდა, როცა გენერალური პროკურორი ფილმებს იღებდა!

გია ცაგარეიშვილი: ის დრო წავიდა, როცა გენერალური პროკურორი ფილმებს იღებდა!

  საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ცაგარეიშვილი  "თავისუფალი ზონის" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას  გადაცემა "რეაქციაში" გამოეხმაურა.

  "არავინ აპირებს კუდიანებზე ნადირობას, ის პერიოდი წარსულს ჩაბარდა. საქართველოში ის დრო აღარ არის, როცა გენერალური პროკურორი ფილმებს იღებდა და შემდეგ ამ სიცრუის ტირაჟირებას ახდენდა. ამ სტუდიის წინ მიწაზე გართხმული ქალები გვახოვს, მათ შორის, ორსული ქალები, როგორ უსწორდებოდნენ, წიხლის კვრით რომ ყრიდნენ ჟურნალისტებს. აღარ არის ეს დრო, ძალადობის გზას რომ დავადგეთ. წინა ხელისუფლებამ კისერი მოიტეხა და ეს ხელისუფლება ამ გზაზე აღარ დადგება. გადაიჩეხნენ ხრამში და კინაღამ ქვეყანა გადაიყოლეს. ამ გზაზე სიარულს აღარ ვაპირებთ. რაც მოხდა პეკინის გამზირზე იყო მიუღებელი,"- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: