ვინ აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალ თაობას"?

ვინ აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალ თაობას"?

  არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალ თაობას" კომპანია "ტექნო-ბუმის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ანზორ ქოქოლაძე აფინანსებს.განცხადება ამის შესახებ  გადაცე "რეაქციაში" გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ გააკეთა.

  "ძალიან მაფიქრებს ბოლო თვეების განმავლობაში იმ პროვოკაციების კერების გაჩენა, რომელიც უკავშირდება პრორუსული წარმოშობის ორგანიზაციებს. მხედველობაში მაქვს "ევრაზიული არჩევანი", "ევრაზიის ინსტიტუი" და ა.შ. ვფიქრობ, გარკვეული დაძაბულობის კერები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან იმართება. მაქვს ასევე ინფორმაცია, რომ ხელისუფლება "თავისუფალ თაობას" არ აფინანსებს. ველოდებოდი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ლადო სადღობელაშვილისგან ყოფილიყო დასახელებული ის პერსონა ვინც ამ კონკრეტულ აქციებს აფინანსებს. ჩემს ხელთ არსებული იფნორმაციით, ამ აქციებს აფინანსებს კომპანია "ტექნო-ბუმის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ანზორ ქოქოლაძე. თუ ხელისუფლებიდან ვინმე ამას თანაუგრძნობს, ეს ხელისუფლებისთვის წამგებიანია", - განაცხადა კილაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: