რობერტ სტურუა: სააკას და მის მარიონეტებს, ვეზირ მოჭადრაკე ბოკერიას ხელმძღვანელობით, სამოქალაქო ომის დაწყება სურთ!

რობერტ სტურუა: სააკას და მის მარიონეტებს, ვეზირ მოჭადრაკე ბოკერიას ხელმძღვანელობით, სამოქალაქო ომის დაწყება სურთ!

   " ჩემთვის დღესავით ნათელია - სააკას და მის მარიონეტებს, ვეზირ მოჭადრაკე ბოკერიას ხელმძღვანელობით, სამოქალაქო ომის დაწყება სურთ, საქართველო საბოლოოდ რომ განადგურდეს!" - არნიშნულ განცხადებას  რეჟისორი რობერტ სტურუა facebook-ის საკუთარ  გვერდზე აკეთებს:

  "ეს ოცნებად ჰქონდათ გადაქცეული, ახლა კი უფრო ძლიერმა ვნებამ შეიპყრო - შურისძიებამ. სამშობლო და ერი - აი, მათი ოიდიპოსის კომპლექსი და მიზანი!
  P.S. ის სექს-რევოლუციის (და ამავე დროს პამპერსიანი) გოგო-ბიჭები რამ გააგიჟა ნეტავ?! ნუთუ ჯამაგირი, რომელსაც "ობშიაგიდან" უხდის ნაძირალების ხროვა, კმარა იმისთვის, რომ ადამიანის სახე დაკარგო?! ნუთუ იმ უბედურთა თაობას აღარავინ შერჩა სულით ქართველი?! P.P.შ. ოიდიპოსის კომპლექსი მილან კუნდერას დავესესხე", - წერს სტურუა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: