ქუთაისში, ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელია დაკავებული

ქუთაისში, ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელია დაკავებული

   ქუთაისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობა მოჰყვა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ერთი პოლიციელი დააკავა.

  "დღეს, ქ. ქუთაისში პოლიციასა და მირზა ბუჩუაძეს შორის მომხდარ შემთხვევაზე, რასაც მოჰყვა მ.ბუჩუაძის გარდაცვალება, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია შემთხვევაში მონაწილე პოლიციელი, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

ასევე, მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. კერძოდ, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მ.ბუჩუაძის სიკვდილის მიზეზის გასასაზღვრად და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას პროკურატურა უახლოეს დღეებში გაავრცელებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

შემთხვევა დღეს ქუთაისში მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით, გოცუაძე თავისი მანქანით მოძრაობდა. პოლიციამ გაჩერება მოსთხოვა.  ხოლო ეს უკანაკსნელი იმის გამო, რომ მართვის მოწმობა არ ჰქონდა, გაიქცა, რასაც მისი მისამართით გასროლა მოჰყვა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: