დავით ონოფრიშვილი: 2013 წლის ბიუჯეტი გამორჩეული იქნება!

დავით ონოფრიშვილი: 2013 წლის ბიუჯეტი გამორჩეული იქნება!

2013 წლის ბიუჯეტი 8 მილიარდს აღემატება და მისი პრიორიტეტები იქნება ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება და სოფლის მეურნეობა.


ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა განაცხადა. 


მისივე თქმით, დაფინანსება 25 მილიონამდე გაეზარდა დევნილთა სამინისტროს.


"ეს ბიუჯეტი იქნება განსხვავებული ყველა იმ ბიუჯეტებისგან, რაც კი აქამდე ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას. ამასთან, ეს ბიუჯეტი, პირველ რიგში, გამჭვირვალე იქნება. მთავრის პრიორიტეტია სოციალური სფერო. განხორციელდება საყოველთაო დაზღვევა, გაიზრდება პენსიები და ასე შესრულდება ყველა ის დაპირება, რაც წინასაარჩევნოდ გავეცით", _ აცხადებს ონოფრიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: