ლადო სადღობელაშვილი: ჯერ კიდევ გამჩნევიათ საბჭოთა კგბ-ს სერჟანტის სამხრეები!

ლადო სადღობელაშვილი: ჯერ კიდევ გამჩნევიათ საბჭოთა კგბ-ს სერჟანტის სამხრეები!

   "თავისუფალი თაობის"  დამფუძნებელი, ლადო სადღობელაშვილი, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატს დავით ზურაბიშვილს "facebook-ია საკუთარ გვერდზე პასუხობს.

   "მართლაც არ იყო მოულოდნელი თქვენი და ხელისუფლებაში მოკალათებული თქვენნაირი ბოლშევიკების ნეგატიური დამოკიდებულება "თავისუფალი თაობის" მიმართ. თქვენ, ადამიანს,რომელიც საქართველოს უბოროტესი მტრის "თავისუფლების ინსტიტუტის" დამფუძნებელი ხართ,გიგა ბოკერიას სულიერი ძმა და ეკო დეისაძის მასწავლებელი ბრძანდებით, სხვა არც არაფერი მოგეთხოვებათ. ღმერთმა დაგვიფაროს ,რომ თქვენნაირმა ქვეყნის მოღალატეებმა,ეკლესიის მტრებმა და უზნეობის პროპაგანდისტებმა გვაქონ, ამიტომ თქვენი ლანძღვა ბუნებრივ მოვლენად აღვიქვით და არც გვინერვიულია. სანერვიულო ალბათ თქვენს ხელისუფლებას აქვს,რადგან თქვენს გამოსვლაში აშკარად ჩანს რომ ციხის შიგნიდან გატეხვას ცდილობთ და თქვენი მეგობრების, ნაციონალების წისქვილზე ასხამთ წყალს. პრინციპში უარესის ღირსია თქვენგან ხელისუფლება,რადგან მიუხედავად მთელი ქვეყნის პროტესტისა, ჭაობიდან ამოგიყვანათ,პარტია დაგიფინანსათ და 3%-იანი ჯგუფი ხელისუფლების სათავეში მოგიყვანათ. ღალატი ხომ თქვენი და თქვენი მეგობრების თანამდევი მოვლენაა და ამიტომ არც მოსალოდნელი ღალატი აღიქმება რაღაც სენსაციად, ხელისუფლებამ იკითხოს თორემ თქვენი სახე ისედაც კარგად იცის საქართველოს მოსახლეობამ. ჩვენის მხრიდან კი მხოლოდ ერთს გირჩევთ - აღარაა საჭირო ნიღბით სიარული და ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, ადექით და პირდაპირ შეუერთდით ნაციონალურ მოძრაობას და იმ გაყოფილი მახინჯი სხეულის მთლიანობა აღადგინეთ, რომელიც ერთად შექმენით თქვენ და მიხეილ სააკაშვილმა.
  P.S. ბოლოს როდესაც ლაბადას გაიხდით მხრებზე დაიხედეთ და შეამჩნევთ რომ ჯერ კიდევ გამჩნევიათ საბჭოთა კგბ-ს სერჟანტის სამხრეები და მას ვერასოდეს წაშლით!!!!" - წერს ლადო სადღობელაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: