დემურ გიორხელიძე: საფრთხე რეალურია - უუნარო და უვიცი ახალგაზრდობა!

დემურ გიორხელიძე: საფრთხე რეალურია - უუნარო და უვიცი ახალგაზრდობა!

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე საქართველოში ფუნდამენტური საბუნებისმეტყველო განათლების დეგრადაციაზე საუბრობს და მასში სარისკო საფრთხეს ხედავს.

,,ყურადღებით წაიკითხეთ ეს სტატია! აი, რა არ არის საქართველოში 25-ე წლისთავზე! ძირითადად, განათლების სისტემის დეგრადაციამ გამოიწვია ის, რომ ფუნდამენტური საბუნებისმეტყველო განათლება იქნა განადგურებული და დავაზიანეთ ახალგაზრდობა (ძირითადად!) - ახლაგაზრდები ფუნდამენტური განათლების გარეშე - ანუ, ახალგაზრდები ახალი ტექნოლოგიების  და ინოვაციების დაუფლებისა და შექმნის უნარის გარეშე! აი, რა ტრაგედიაა, როცა განათლების სისტემა ისპობა და ფსევდო განათლება იკავებს ადგილს...“

ინტელექტი - თავისუფლებაა!
ინტელექტი - არაკონიუნქტურული აზროვნებაა!
ინტელექტი - დაუმორჩილებელი აზროვნებაა!
ინტელექტი - აზროვნებაა, რომელიც არ ცნობს ავტორიტეტს, თუ ყველაფერი, რაც ამ "ავტორიტეტს" გაუკეთებია, უთქვამს, მოუაზრებია, - საკუთარ უმკაცრეს ფილტრში არ გაატარა და არ შეაფასა!

ინტელექტი - ისაა, როცა შეგიძლია დაუპირისპირდე უმრავლესობის აზრს, როცა შენი აზროვნების საფუძველს საზოგადო საქმე და პერსპექტივის ხედვა უდევს საფუძვლად!

ე.ი. საქართველოს ინტელექტი, - აქტიური, მოქმედი ინტელექტი სჭირდება!

p.s.
ინტელექტს კიდევ რაღაც უნდა ამაგრებდეს. ამ რაღაცას - რ წ მ ე ნ ა ჰქვია, - ეს ისე, განმარტებისთვის. თუმცა, ჩემი გაგებით, ინტელექტი+რწმენა - განუყოფელია. რწმენა აქ ფართო კონტექსტში მოიაზრება,  ცხადია, მოიცავს რწმენას მისი პირდაპირი გაგებით, ანუ... სარწმუნოებისადმი დამოკიდებულებას!”- წერს ის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: