რისი სჯერა გიორგი მარგველაშვილს?!

რისი სჯერა გიორგი მარგველაშვილს?!

  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო "თბილისი მერიოტში", ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, რომელიც ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა, განაცხადა, რომ ახალ მთავრობას და კოალიციას ცხადად აქვს განსაზღვრული, რომ ჩვენი ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტები ძირითადად, ეკონომიკურ განვითარებას ეფუძნება.

 

  "ამ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ის არის, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მეშვეობით ევროკავშირის ბაზარი, რომელიც მსოფლიოში უდიდესია, საქართველოსა და იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესს აწარმოებენ, გაიხსნა. ეს მონაპოვარი რამდენიმე თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. ჩვენ გვჯერა, რომ მისი საშუალებით ჩვენი ქვეყნის პროდუქტების ხარისხი გაუმჯობესდება და ჩვენი ეკონომიკა და ინვესტიციების საქმეც წინ წავა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: