ზვიად ქორიძე: 115 მსჯავრდებული შეწყალებულია, აქედან 88 დღესვე განთავისუფლდება!

ზვიად ქორიძე: 115 მსჯავრდებული შეწყალებულია, აქედან  88 დღესვე განთავისუფლდება!

  შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძის განცხადებით, 115 მსჯავრდებული უკვე შეიწყალეს. მისივე თქმით, 88 ადამიანი დღესვე იქნება გათავისუფლებული ხოლო დანარჩენს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება:

  "მინდა საზოგადოებას ვამცნო, რამოდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის მეშვეობითაც მორიგი შეწყალების აქტი განხორციელდება, ჩვენს ქვეყანაში. შეწყალების ამ აქტით, 115 მსჯავრდებული იქნება შეწყალებული. მათგან 88 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ანუ ისინი სრულად განთავისუფლდებიან დადგენილი მსჯავრისგან. რაც შეეხება 27 მსჯავრდებულს, მათ შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა. ზოგს გაუნახევრდა, რამდენიმე მათგანს კი სასჯელი 1/3-ით შეუმცირდა. სულ 699 განცხადება განიხილა შეწყალების კომისიამ. კომისია მუშაობდა 26-დან 29 სექტემბერამდე. 699 განცხადებიდან არსებით განხილვაზე იყო 213 განცხადება, ისინი სრულად აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს რომელიც შეწყალების კომისიის დადგენილებით არის განსაზღვრული. ჯამურად 699 განცხადებიდან დადებითად დაკმაყოფილდა 115. აქედან არის 7 არასრულწლოვანი მსჯავრდებული და ერთი მსჯავრდებული ქალბატონი, რომელთაგან  სრულად განთავსუფლდა ქალბატონი და 4 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. 3 არასრულწლოვანს შეუმცირდა მსჯავრი" - აღნიშნა ქორიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: