ნანა კაკაბაძე: ბუნტის თემა ხელოვნურად იყო წამოწეული!

ნანა კაკაბაძე: ბუნტის თემა ხელოვნურად იყო წამოწეული!

  "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადების თანახმად, ციხეებში შესაძლო ბუნტის მოწყობის თემა ხელოვნურად  იყო წამოწეული.

  პატიმრები უკანონო სასჯელის გადახედვას ითხოვს. ამის შესახხებ განცხადება კაკაბაძემ დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა,

  "პენიტენციარულ სისტემაში ბოლო პერიოდში პატიმრების  შიმშილობები გვხვდება. ხალხი უკანონო  სასჯელების გადახედვას ითხოვს. მათი შიმშილობები  იმითაა განპირობებული, რომ ისინი ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებას ითხოვენ.  რაც შეეხება ბუნტს, რომელიც ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა მომხდარიყო, ყოველგვარ საფუძველს სცდება. თვითონ პატიმრებმაც კი არ იცოდნენ ამის თაობაზე.  ალბათ, ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება, მათთვისაც გარედან გახდა ცნობილი, რომ ბუნტი მზადდებოდა", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: