ალექსი პეტრიაშვილი:საქარველოში თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება რუსეთს არ ემუქრება!

ალექსი პეტრიაშვილი:საქარველოში თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება რუსეთს არ ემუქრება!

  "არცერთი ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოში  თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით იქმნება, არ უქმნის საფრთხეს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს  - რუსეთს და არ არის მიმართული მის წინააღმდეგ",-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  ალექსი პეტრიაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

   პეტრიაშვილი თემის კომენტირებისას რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასაც გამოეხმაურა.

  "რეგიონული სტაბილურობის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის სწორედაც რომ პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მონაწილეობა, წვრთნები და ვარჯიში არის მიმართული იქითკენ, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა. საქართველოს ტერიტორიებიდან რუსული ბაზების გაყვანა, მოლდოვიდან რუსული ბაზის გაყვანა და უკრაინიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანა  - აი ეს ნამდვილად შეუწყობდა და უმჯობესია  ამაზე იზრუნონ",-განაცხადა პეტრიაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: