თეა წულუკიანი: სამართლებრივი დევნა მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს!

თეა წულუკიანი: სამართლებრივი დევნა მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს!

  საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა. წულუკიანმა განმარტა, რომ მას სჯერა იმ მოსამართლეების, რომლებიც სასამართლო დარბაზში განიხილავენ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს.

  მისივე თქმით, სამართლებრივი დევნა მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს. 

  "მე ვფიქრობ, ყოფილი მაღალჩინოსნების, შუა რგოლის მენეჯმენტის, რომელიც ყოფილ მთავრობას ემსახურებოდა, სამართლებრივი დევნა უნდა მოხდეს იქ, სადაც არსებობს მტკიცებულებები, ხოლო მოსამართლე არის დამოუკიდებელი. პროცესი არის გამჭვირვალე იმ რეფორმების წყალობით, რომელიც ჩვენმა მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მეთაურობით შარშან ჩაატარა და წელსაც მიმდინარეობს. მე მჯერა იმ მოსამართლეების, რომლებიც სასამართლო დარბაზში განიხილავენ სააკაშვილის თუ სხვების საქმეს. აქედან გამომდინარე, მე, როგორც იუსტიციის მინისტრს, არ შეიძლება მაწუხებდეს, რომ ამ ქვეყანაში კანონის წინაშე ყველა თანაბარია, პირიქით", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: