დავით ზალკანიანი: ჟენევის ამ რაუნდმა კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა!

დავით ზალკანიანი: ჟენევის ამ რაუნდმა კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა!

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ჟენევის დისკუსიების 29-ე რაუნდს, რომელიც გუშინ დასრულდა, პოზიტიურს უწოდებს.

  მისი თქმით, შეხვედრაზე წესების გათვალისწინებით ყველა საკითხი განიხილეს. განსახილველი საკითხები ძალის გამოუყენებლობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, საერთაშორისო მექანიზმის ჩართვა და გადაადგილების თავისუფლება იყო.

  "მართალია, პოზიციებს შორის დაახლოება არ მოხდა, რადიკალური სხვაობებია, მაგრამ მაინც შევძელით პოზიციების დაფიქსირება. რაუნდმა, ასე თუ ისე, კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. შეიძლება ითქვას, რომ ეს რაუნდი იყო პოზიტიური და ჩვენ შევძელით ფორმატის უცვლელად დატოვება", - განაცხადა ზალკალიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: