ონში 8 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცათ

ონში 8 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცათ

  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ონში,  8 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადასცა.

  დევნილთა და განსახლების სამინისტრომ,  ონში,  ბააზოვის ქ. N1-ში  მდებარე ყოფილი პოლიციის შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა და საცხოვრებლად გადააკეთა.

  ონის  ქუჩაზე  საცხოვრებელი ფართის მისაღებად, დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოს  33-მა აპლიკანტმა მიმართა,  საიდანაც  დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად,  8 დევნილი ოჯახი შეირჩა.

  "8 ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა და მომავალ წელს იმედი გვაქვს, რომ ონის თემას საერთოდ დავხურავთ. მყარი შენობაა და ხარისხიანად არის გარემონტებული. მინდა, ყველა დევნილს მივულოცო და ვუსურვო ახალ ბინებში ბედნიერად ცხოვრება და, რაც მთავარია, მალე დაბრუნება საკუთარ სახლ-კარში. ეს არის ყველა ჩვენგანის მთავარი ამოცანა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: