მაია ფანჯიკიძე: ნატო-ს ინფრასტრუქტურის შექმნა რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება!

მაია ფანჯიკიძე: ნატო-ს ინფრასტრუქტურის შექმნა რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება!

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ნატო-ს ინფრასტრუქტურის შექმნა რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება.განცხადება ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

  "რაც შეეხება ნატო-ს ინფრასტრუქტურის შექმნას საქართველოში, არანაირი ქმედება, რომელსაც საქართველო თავისი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და ჯარების გასაწვრთნელად ახორციელებს, არ არის მიართული არავის წინააღმდეგ და პირიქით, რეგიონში სტაბიურბის გამტკიცებას ემსახურება. სხვა ბევრი ფაქტორია, რომელიც ამას არ ემსახურება და სწორედ, მათი მოსეწრიგებისკენ ჩვენ ყოველ ჯერზე მოვუწოდებთ რუსეთს. ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიორიები, იქ უკონტროლო სიტუაცია და რუსეთის ჯარის დგომა ამ ტერიტორიებზე. ჩვენ ვმუშაობთ იმ პაკეტზე, რომელიც საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო. პაკეტის ელემენტები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც საქართველო ამ მიმართულებით ახორციელებს, სწორედაც სტაბილურობის შენარჩუნებას და გაზრდას ემსახურება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: