დავით ნარმანიამ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დავით ნარმანიამ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს უმასპინძლა

  თბილისის მერი დავით ნარმანია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა თბილისის მერიაში გაიმართა.

 

  მერიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის მერმა სტუმრებს  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მოსახლეობამ თავისი არჩევანი დემოკრატიული გარემოში გააკეთა.

 

  "შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, თბილისის მერიაში დაგეგმილ ატესტაციას. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ატესტაციის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან ჩართულნი.

 

   დავით ნარმანიამ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. თბილისის მერმა სტუმრებს უახლოესი გეგმები გააცნო და მათი გადაჭრის კონკრეტულ მექანიზმებზე ისაუბრა",-აცხადებენ მერიის პრესსამსახურში. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: