გიორგი ბარამიძე: რუსეთმა უნდა აიღოს ვალდებულება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ!

გიორგი ბარამიძე: რუსეთმა უნდა აიღოს ვალდებულება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ!

   "სწორედ რუსეთმა უნდა აიღოს ვალდებულება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ",- აღნიშნული განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა. 

 

   "ახლა ირკვევა, რომ რაღაც მესამე ფორმატი შემოიღეს, სადაც რუსები, აბსოლუტურად თავხედურად, კვლავ აყენებენ ისეთ საკითხს, რომელიც არაერთხელ იქნა განხილული და ყველამ კარგად იცის, რომ კონფლიქტის მხარე არის სწორედ რუსეთი, საქართველოს აქვს კონფლიქტი  და არა საქართველოს და ცხინვალს, საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის მარიონეტულ ხელისუფლებას.

 

   შესაბამისად, სწორედ რუსეთმა უნდა აიღოს ვალდებულება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ, რაც ქართულ მხარეს ისედაც დიდი ხანია, ორჯერ აქვს აღებული",- განაცხადა ბარამძემ.

 

  ცნობისათვის, ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: