გუბაზ სანიკიძე: დიასპორების საკითხებზე გამოყოფილი თანხა არასაკმარისია!

გუბაზ სანიკიძე: დიასპორების საკითხებზე გამოყოფილი თანხა არასაკმარისია!

  პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გუბაზ სანიკიძემ დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო წასვლის თაობაზე ჟურნალისტებთან დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა.  სანიკიძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება დიასპორის მიმართულებით დაფინანსების გაზრდაზეა დამოკიდებული. 

 

  "საუბარია სახელმწიფო პოლიტიკაზე ჩვენს დიასპორებთან დაკავშირებით, ჩვენი თანამოქალაქეების ერთი მეოთხედი ქვეყნიდან არის გასული. თანხა, რაც დიასპორებთან დაკავშირებულ საკითხებზეა გამოყოფილი, არასაკმარისია. გვესმის დღევანდელი ვითარება, გვესმის ის პრობლემები, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ამიტომ ჩვენ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს უპრობლემოდ დავუჭერთ მხარს, მაგრამ მომავალ წელს მთავრობას წარვუდგენ დიასპორებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ძალიან სერიოზულ სტრატეგიას. ვფიქრობ, რომ დაფინანსების საკითხი დაკმაყოფილდება. თუკი არ დაკმაყოფილდა, მაშინ ჩავთვლი, რომ ეს ჩემი მუშაობის ბრალია და აღარ მესმის, რატომ უნდა ვიყო ამ მიმართულებით შესაბამისი კომიტეტის ხელმძღვანელი", - განაცხადა  გუბაზ სანიკიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: