ალუდა გოგლიჩიძე: ატესტაცია კანონმდებლობით რეგულირდება!

ალუდა გოგლიჩიძე: ატესტაცია კანონმდებლობით რეგულირდება!

  თვითმმართველობის თანამშრომელთა საგამოცდო ტესტების წინასწარ გავრცელებასთან დაკავშირებით ბრალდებას თბილისის მერის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე აბსურდულს უწოდებს.

   როგორც გოგლიჩიძემ განაცხადა,  ტექნიკური საკითხი ჯერ მომზადებული არ არის. მისივე თქმით, ატესტაციას თავისი წესი და თანმიმდევრობა აქვს, რომელიც კანონმდებლობით რეგულირდება.გოგლიჩიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტესტებს მერია არ ამზადებს.

  "საზოგადოების ნდობა იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა არცთუ ისე მაღალია. ჯერჯერობით არავითარი ასეთი ტექნიკური საკითხი მომზადებული არ არის. ატესტაციას თავისი თანმიმდევრობა აქვს, თავისი წესი აქვს. ის კანონმდებლობით რეგულირდება და ჯერ აქამდე ფიზიკურად არ მივსულვართ. ტესტებს არ ვამზადებთ ჩვენ. ეს არის უკვე არასწორი ინფორმაცია",- განაცხადა გოგლიჩიძემ

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: