დემურ გიორხელიძე: ახალი პოლიტიკური ძალა ალტერნატიულ კონტრ-ელიტაში უნდა განსხეულდეს!

დემურ გიორხელიძე: ახალი პოლიტიკური ძალა ალტერნატიულ კონტრ-ელიტაში უნდა განსხეულდეს!

„ივერიონმა“ სწორედ ეს კითხვა დაუსვა ცნობილ ანალიტიკოსს დემურ გიორხელიძეს.


- ახლა ბევრს საუბრობენ მესამე პოლიტიკური ძალის აუცილებლობაზე, თუმცა არავინ აკონკრეტებს, ვინ უნდა იყოს ის. ბ-ნო დემურ, ,,ივერიონში" გამოქვეყნდა საბა საბახტარაშვილის სტატია, სადაც იგი საზოგადოებაში მომწიფებულ საკითხს ეხმიანება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება არა მესამე ძალა, არამედ ,,ახალი ძალა", რომელიც თავისუფალი იქნება გარეშე ვალდებულებებისგან და რომლის წიაღშიც არ უნდა მოიაზრებოდნენ ის პოლიტიკური პარტიები და ე.წ. პოლიტიკოსები, ვინც ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველო დაპირისპირებულ ჯგუფებად აქციეს და ხელი შეუწყვეს გაუცხოების ელემენტების დამკვიდრებას და ევროპული ფასეულობების ნიველირებას. როგორია თქენი კომენტარი?

- ჩემი კომენტარი მარტივია - ამაზე უკვე წლებია ვსაუბრობ. მე ასეთ ძალას ალტერნატიულ კონტრ-ელიტას ვუწოდებ - ანუ, ადამიანთა იმ ნებაყოფლობით და თვითორგანიზაციის საფუძველზე გაერთიანებულ, ეროვნულ ფუძეზე მდგომ ადამიანთა ერთობას, რომლისთვისაც ძვირფასია მათი შვილებისა და ოჯახების მომავალი... ეს ადამიანები მოძებნიან გზას ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად და ჩამოყალიბდებიან.


სახელმწიფო უნდათ მათ, რომლებიც ფიქრობენ, როგორი მიმარულებით უნდა განვითარდეს ის, რას უწოდებენ განვითარებას, რა უნდა გახადონ  განვითარების, მოდერნიზაციის საფუძველი... მხოლოდ ასეთ საფუძველზე ჩამოყალიბებულ ადამიანთა ერთობას ექნება ძალა - უკარნახოს პოლიტიკას საზოგადოების მოთხოვნები... სწორედ ასეთი კონტრ-ელიტიდან გამოვა ის ახალი ძალა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ძლიერ და მნიშვნელოვან მოთამაშედ უნდა იქცეს!..

სახელი მას შეიძლება დავარქვათ. სახელში არ არის პრობლემა... სხვებიც იარსებებენ... ვერავინ აკრძალავს მათ. მთავარია, რამდენად ძლიერი სურვილით იქნება ეს ხალხი შეკრებილი...


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: