Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
15-10-2014, 14:31
ნანახია: 2051

საქართველოში თურქების მიერ აგებული ელექტროსადგურის ენერგიით ორივე მხარე ისარგებლებს

სტატიაში გადმოცემულია თურქული „ანადოლუ ჯგუფის" ინვესტიციით აგებული „ფარავანჰესის“ საზეიმოდ გახსნა და მასთან დაკავშირებული საკითხები: აღნიშნულია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძეს, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი თანერ ილდიზი და კომპანიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, აღწერილია ახალი ელექტროსადგურის მნიშვნელობა ორივე მხარისთვის - საქართველოსა და თურქეთისათვის (ავტორი - აბდულკადირ ჩემბეკლი).


პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ენერგეტიკის მინისტრის გამოსვლებს, რომლებმაც ხაზი გაუსვეს „ფარავანჰესის“ როლს ორი მეზობელი სახელმწიფოს ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით ინვესტირებისა და ვაჭრობის სფეროში, რადგან ელექტროენერგია თურქეთისა და საქართველოს ვაჭრობის ობიექტი ხდება. „ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, საქართველოში ასეთი დიდი  - 87 მეგავატი სიმძლავრის მქონე ელსადგური არ აშენებულა. მშენებლობაში კი 200 მილიონი დოლარია ჩადებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თანერ ილდიზის თქმით, ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებმა ინვესტიციის სფეროში მილიარდნახევარ დოლარს მიაღწია. „საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობის განმტკიცებას ემსახურება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-არზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი და აი, დღეს მათ „ფარავანჰესიც“ დაემატა“, - ხაზი გაუსვა თურქმა მინისტრმა.


„ფარავანჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიას საქართველოს ცხრა თვის განმავლობაში გამოიყენებს, სამი თვის მანძილზე კი თურქეთს მიაწოდებს.

„ზამანი“ (თურქეთი),2014 წელი
http://www.zaman.com.tr/ekonomi_gurcistanda-santral-kurdu-turkiyeye-elektrik-satacak_2250273.html