დავით საგანელიძე:საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში უკან გადადგმული ნაბიჯია!

დავით საგანელიძე:საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში უკან გადადგმული ნაბიჯია!

    უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე იმედს გამოთქვამს, რომ აფხაზები "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ "რუსეთის დოკუმენტს არ მიიღებენ. საგანელიძის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება უკან დახევს იმ პოზიტიურ ნაბიჯებსაც, რაც უკვე გადაიდგა საქართველო-რუსეთს შორის ეკონომიკური თვალსაზრისით.

  "ეს საკითხი ყველა ქართველს აღელვებს. ეს არის ქვეყნის ანექსიის ერთ-ერთი ფორმა, რასაც რუსეთი, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ახორციელებს. ეს არის ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი იმ ოდნავ პოზიტივისკენ წასული ურთიერთობისა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც ხდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში, მხოლოდ ეკონომიკურ პროგრესს ვგულისხმობ. ამ ხელშეკრულებამ ყველაფერი შეიძლება დააზარალოს. იმედს გამოვთქვამ, რომ აფხაზეთში არიან პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად დაინახავენ, თუ რა საფრთხე ელის ჩვენს აფხაზეთს სწორედ ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში, მაგრამ ერთია, რუსეთთნ კუნთების ენაზე საუბარი გამორიცხულია, იმიტომ რომ შეიძლება ბევრად უარყოფითი შედეგი მივიღოთ,"- განაცხადა საგანელიძემ "მოამბის" ეთერში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: