ალექსი პეტრიაშვილ: არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე,სტრატეგიული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული!

ალექსი პეტრიაშვილ: არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე,სტრატეგიული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული!

 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი როუზ-როსის სემინარზე სიტყვით გამოვიდა.

  "მიზეზი, რის გამოც 1949 წელს შეიქმნა NATO, დღესაც აქტუალურია - წინ აღუდგეს ევროპული სახელმწიფოების წინაშე მდგარ საფრთხეებსა და გამოწვევებს. დღეს არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, უნდა იქნას მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები. NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით დაფიქსირებული პროგრესი არის პროგნოზირებადი სამეზობლოს გარანტია, ამასთან, მკვეთრი მესიჯი, რომ რუსეთის შანტაჟისა და ოკუპაციის პოლიტიკა სრულიად მიუღებელია"-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა პოლონეთში, ქ. ვარშავაში გამართულ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ როუზ-როსის 87-ე სემინარზე "აღმოსავლეთ ევროპა: პოლიტიკური და უსაფრთხოების ახალი გამოწვევები" მონაწილეობისას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: