ზურაბ ტყემალაძე: შემოთავაზებული დოკუმენტი კონსტრუქციული და შინაარსიანი იყოს!

ზურაბ ტყემალაძე:  შემოთავაზებული დოკუმენტი  კონსტრუქციული და შინაარსიანი იყოს!

  დაიწყება თუ არა რუსეთის მთავრობასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დაგეგმილ ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" რეზოლუციის პროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ უცნობია.

  როგორც უმრავლესობის დეპუტატმა ზურაბ ტყემელაძემ განაცხადა, ჯერ  ტექსტის შინაარს უნდა გაეცნონ.

  "იქნება ამ დოკუმენტის განხილვა, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით თუ ვისი შემოთავაზებულია ესა თუ ის დოკუმენტი, მთავარია იყოს შინაარსიანი, მთავარია იყოს კონსტრუქციული. აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმება სწორად არ მიმაჩნია, ეს მთავრობის ხელმძღვანელის გადასაწყვეტია",- განაცხადა ტყემალაძემ.

  პრემიერის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში დღე გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა ის ახალი ხელშეკრულება იქნება, რომლის გაფორმებას რუსეთი აფხაზეთთან გეგმავს. აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზე იგეგმება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: