პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს

პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს

დღეს პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს. რეგლამენტის მიხედვით, 2013 წლის ბიუჯეტი დეკემბრის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.


ბიუჯეტის პროქტის გადამუშავებულ ვარიანტში ბიუჯეტის შემოსავლები 8 მილიარდ 390 მილიონი  ლარია, ხოლო ხარჯები 7 მილიარდ 339 მილიონი ლარი.


საპარლამენტო უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ ბიუჯეტის პროექტი დამტკიცებამდე კიდევ შეიცვალოს.


მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში განსახილველად 1 ოქტომბერს შევიდა და მასში ასახული იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო დაპირებები და პროგრამის "მეტი სარგებელი ხალხს" დეტალები.


ამის შემდეგ მოხდა 2013 წლის ბიუჯეტის ახალი მთავრობის მიერ გადამუშავება. პარლამენტში ახლა შეცვლილ და ფაქტობრივად, ახალ ბიუჯეტს განიხილავენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: