"გაერთიანებული დემოკრატები":-"მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ უნდა შეექმნას!"

"გაერთიანებული დემოკრატები":-"მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ უნდა შეექმნას!"

  "გაერთიანებული დემოკრატები" ლილოს დასახლებიდან ნაგავსაყრელის გადატანას მიესალმებიან, თუმცა ამ საკითხის კომლექსურ და ძირფესვიან შესწავლას მოითხოვენ. ფრაქციის წევრის თამარ ცინცაბაძის განცხადებით: გლდანიდან ნაგავსაყრელის ლილოში გადატანით პრობლემა არ მოგვარებულა, ამიტომ აუცილებელია ისეთი გამოსავლის მოძებნა, რომელიც მსგავს სიტუაციაში აღარ ჩაგვაყენებს . გარდა ამისა ვიდრე საკითხის შესწავლა მოხდება, რომელიც საკმაოდ დროს მოითხოვს, საჭიროა ლილოს მოსახლეობის მდგომარეობის დაუყონებლივ გაუმჯობესება და ნაგავსაყრელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
  "გაერთიანებული დემოკრატები" ასევე მოითხოვენ ლილოს დასახლებაში არსებული ქარხნებისათვის რეგულაციაბის დაწესებას. აუცილებელია მათთვის მხოლოდ ჯარიმების გამოწერა კი არ მოხდეს, არამედ მათ მუშაობა ევროპულ სტანდარტებს გაუთანაბრდეს, რათა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ შეექმნას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: