თინა ხიდაშელი: დამნაშავემ უნდა იცოდეს, რომ ის ციხეში მოხვდება!

თინა ხიდაშელი: დამნაშავემ უნდა იცოდეს, რომ ის ციხეში მოხვდება!

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მიღებული უნდა იქნეს რეზოლუცია, რომელიც ოჯახურ ძალადობას, პოლიტიკური თვალსაზრისით, დაარქმევს თავის სახელს. მან ოჯახურ ძალადობაზე კანონის გამკაცრებაზეც გააკეთა კომენტარი.

"ყველა დამნაშავემ უნდა იცოდეს, რომ ის ციხეში მოხვდება. ის კი არა, რომ ვიღაცა დაინდობს მას, კანონიც ამის საშუალებას მისცემს და გამოსასწორებელი სამუშაოები იქნება, ან კიდევ რამე. პირდაპირ ციხეში მოხვდება", - განაცხადა ხიდაშელმა.

  ასევე დეპუტატი გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივასაც, რომ პოლიციას, თუ აქვს შესაბამისი ინფორმაცია ოჯახურ ძალადობაზე, ჰქონდეს კარის შეღების უფლება, რათა დაიცვას ძალადობის მსხვერპლი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: