ნოდარ ხადური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

ნოდარ ხადური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

 დღეს 13:00 საათზე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიზნესგაერთიანება "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" ორგანიზებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე განხილული იქნება ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები (2014-2015 წლები), საქართველოში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მაჩვენებლები, ხელისუფლების როლი ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შექმნის პროცესში - საგადასახადო კოდექსი და მასში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: