გიორგი ალიბეგაშვილი: ატესტაციის კანდიდატები პროფესიული ნიშნით უნდა შეირჩნენ!

გიორგი ალიბეგაშვილი: ატესტაციის კანდიდატები პროფესიული ნიშნით უნდა შეირჩნენ!

  საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, მერიაში, ატესტაციის პროცესს მხოლოდ პროფესიონალები გაივლიან და მათ მხოლოდ კვალიფიციურობის მიხედვით შეარჩევენ.

  ალიბეგაშვილის თქმით, კომისიის შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებულია.

  "სამი კანდიდატი შეირჩა თბილისის საკრებულოდან. ესენი გახლავთ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე და განათლებისა და კულტურის თავმჯდომარე. სამივე მათგანი შერჩეულია პროფესიული ნიშნით და ამავე დროს იმ მიმართულებით, რომ მომავალი ატესტაციის კანდიდატები აუცილებლად უნდა შეირჩნენ პროფესიული ნიშნით. სხვა არჩევანი და სხვა შერჩევის პრინციპი არ იქნება",- განაცხადა ალიბეგაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: