ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრი გაათავისუფლა

ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრი გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი გაათავისუფლა. ქვეყნის პირველმა პირმა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელად უკვე დანიშნა სერგეი შოიგუ, რომელიც აქამდე მოსკოვის ოლქის გუბერნატორის პოსტს იკავებდა.


ვლადიმერ პუტინის განმარტებით, სერდიუკოვის თანამდებობიდან გათავისუფლება ხელს შეუწყობს თავდაცვის სამინისტროს გარშემო შექმნილი ვითარების ობიექტურ გამოძიებას. 

  
აღსანიშნავია, რომ ანატოლი სერდიუკოვი კომპანია "ობორონსერვისის" მიმართ განხორციელებულ თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.   

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: