ზურაბ ჯაფარიძე: რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტების გაღვივება საქართველოს ინტერესებში არ შედის!

ზურაბ ჯაფარიძე: რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტების გაღვივება საქართველოს ინტერესებში არ შედის!

  პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ რელიგიური გრძნობების ნიადაგზე კონფლიქტების გაღვივება არ შედის საქართველოს ინტერესებში.

ჯაფარიძე სოფელ მოხეში მომხდარ ფაქტზე, იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევას სიფრთხილით მოეკიდება.

  "სამწუხარო ფაქტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ამას გულისყურით მოეკიდოს. ძალიან ფაქიზი თემაა. რელიგიური გრძნობის გამოყენება და ამის ნიადაგზე კონფლიქტების გაღვივება ნამდვილად არ შედის საქართველოს ინტერესებში, ეს შედის კონკრეტულად რუსეთის ინტერესებში.
  ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მთავრობა ამას სიფრთხილით მოეკიდება და ყურადღებას მიაქცევს." - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

  ცნობისათვის, სოფელ მოხეში პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას 14 ადამიანი დააკავეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: