ზვიად ძიძიგური: სასამართლოს გადაწყვეტილებებს ყველამ პატივი უნდა სცეს!

ზვიად ძიძიგური: სასამართლოს გადაწყვეტილებებს ყველამ პატივი უნდა სცეს!

  პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა და მის გადაწყვეტილებებს ყველამ პატივი უნდა სცეს.

   "ეს არის სასამართლოზე ცალსახა პოლიტიკური ზეწოლა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველამ ვისწავლოთ სასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემა, მიუხედავად იმისა, მოგვეწონება ის თუ არა. პოლიტიკური ოპოზიციისგან, რომელიც თავის დროზე თავად მოვიდა ხელისუფლებაში დემოკრატიული ღირებულებების მთავარი დამცველის მანტიით და მთელი 9 წლის განმავლობაში გვიკითხავდა, როგორ უნდა აშენდეს დემოკრატიული სახელმწიფო, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრისგან მოსამართლისთვის მუქარისა და შეურაცხმყოფელი ტექსტის გაგზავნა ცალსახად დასაგმობი საქციელია. ეს არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა სასამართლოზე, რომელიც დამოუკიდებელი ორგანოა", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: