თეა წულუკიანი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან მკაცრ განცხადებას ველოდები!

თეა წულუკიანი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან  მკაცრ განცხადებას ველოდები!

   "ნაციონალური მოძრაობა" მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას ვერ იშლის, რასაც წარსულში აკეთებდა", - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

 

  წულუკიანი ამ ფაქტს სავალალოს უწოდებს და დასძენს, რომ ამ მხრივ ის პირადად უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის ძალიან მკაცრ განცხადებას ელოდება.

  "არის თუ არა აკაკი მინაშვილის მიერ მიწერილი ტექსტი მოსამართლეზე ზეწოლა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეწერა ამ ტექსტში, ამას შესწავლა სჭირდება. ფაქტი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იშლის მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას, როგორც ამას წარსულში აკეთებდა, რა თქმა უნდა, სავალალოა. ამ მხრივ, ველოდები პირადად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ძალიან მკაცრ განცხადებას, რაც იმას დაამტკიცებდა, რომ ის საკუთარი პარტიის წევრებსაც აკრიტიკებს, როდესაც მოსამართლზე საუბრობენ", - განაცხადა წულუკიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: