პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს!

პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს!

  "მუშაობს თუ არ მუშაობს სამხედრო დოქტრინაზე, რუსეთი საქართველოსთვის ყოველთვის საფრთხეა", - ასე შეაფასა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა რუსეთის მიერ ახალ სამხედრო დოქტრინაზე მუშაობის საკითხი:

  "რუსეთი მუდმივად ანახლებს სამხედრო დოქტრინას და იქ საქართველო ყოველთვის მოიაზრება, როგორც გარკვეულწილად რუსეთის ინტერესების რეალიზების სახელმწიფო. ჩვენ ვსწავლობთ ყოველთვის რუსეთის ყველა დოქტრინას, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს ახალი არ იქნება ჩვენთვის. ჩვენთვის მთავარია ჩვენი სამხედრო დოქტრინა, უსაფრთხოება და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებები და არა სხვა სახელმწიფოს ინტერესებზე მუდმივი აპელირება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: