მაია ფანჯიკიძე: უშიშროების საბჭოს შეკრებას წევრების გარეშე რა აზრი ექნება?!

მაია ფანჯიკიძე: უშიშროების საბჭოს შეკრებას  წევრების გარეშე  რა აზრი  ექნება?!

  საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ მას 28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს დაგეგმილ სხდომაზე მოწვევა მიღებული აქვს, თუმცა შესაძლოა ამ პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდეს.

  "მივიღე ინფორმაცია, რომ რამდენიმე, მათ შორის მუდმივი წევრები, 28 ოქტომბერს აქ არ იქნებიან. სხვათაშორის, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება მეც მომიწიოს ერთ-ერთ მეგობარ სახელმწიფოში გამგზავრება, თუმცა ჯერ არ ვიცი ეს როდის იქნება. თუკი არ იქნებიან მისი წევრები, რა აზრი აქვს საბჭოს შეკრებას. როდესაც იქნება ყველა, ვინც სხდომას უნდა ესწრებოდეს, მე რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: