ირინა იმერლიშვილი: ეროვნული უშიშროების საბჭო შეძლებს დაანონსებულ დროს შეკრებას!

ირინა იმერლიშვილი: ეროვნული უშიშროების საბჭო შეძლებს დაანონსებულ დროს შეკრებას!

  უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი იმედოვნებს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს დაგეგმილი სხდომა არ გადაიდება და დათქმულ დროს შეიკრიბება.

  "15 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა საგანგებო განცხადება, სადაც მიმართა პარლამენტს, დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე და აგრეთვე დააანონსა ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვევა.

  17 ოქტომბერს უკვე საქართველოს პარლამენტმა აღნიშნულის შესახებ შეიმუშავა პოზიცია, სადაც განაცხადა, რომ ეს არის ქვეყნის ანექსიის მცდელობა. ამის შესაბამისად, იმავე დღეს მოწვეულ იქნა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. იმედი მაქვს, ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც კონსტიტუციური ორგანო, შეძლებს დაანონსებულ დროს შეკრებას - იმ დროს, როცა ის საქართველოს პრეზიდენტმა მოიწვია", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: