შსს-მ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დევნის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დევნის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დევნის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული ავთანილ კ. დააკავეს.

  ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ჟურნალისტი სტაციონარში გადაიყვანა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: