ზურაბ ჯაფარიძე: ვიზიტის ჩაშლა ქვეყნის იმიჯს აზიანებს!

ზურაბ ჯაფარიძე: ვიზიტის ჩაშლა ქვეყნის იმიჯს აზიანებს!

  საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის  ბრიუსელში ვიზიტის ჩაშლას საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება.

  "არ მაქვს, სამწუხაროდ, დეტალური ინფორმაცია რა ტიპის ვიზიტზე იყო საუბარი, მაგრამ თუ პრეზიდენტს ჰქონდა სურვილი, მას განეხორციელებინა ვიზიტი ბრიუსელში და საგარეო საქმეთა სამინისტრომ, როგორც წინა ჯერზე ხელი შეუშალა და არ დაეხმარა მას ამ ვიზიტის ორგანიზებაში, ცხადია, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, ეს აზიანებს ქვეყნის იმიჯს",-განაცხადა ჯაფარიძემ.

  მარგველაშვილი ბრიუსელში პირველი მსოფლიოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებას უნდა დასწრებოდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: