შსს-მ უკანონო გადამუშავების საამქროები დალუქა

შსს-მ უკანონო გადამუშავების საამქროები დალუქა

   შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული შემოწმების შედეგად, ბორჯომის და ადიგენის რაიონების ტერიტორიაზე ოცამდე უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს. ასევე გამოვლენილია დიდი ოდენობით წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-ტყის უკანონო გადამუშავების ფაქტები.

  აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის და ადმინისტრაციული გადაცდომის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც, მათზე ხორციელდება კანონით გათვალისწინებული ზომები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: