გიორგი მარგველაშვილი: საქართველო ამ პრობლემებს გაცხადებული მშვიდობიანი ფორმატით გადაჭრის!

გიორგი მარგველაშვილი: საქართველო  ამ პრობლემებს გაცხადებული მშვიდობიანი ფორმატით გადაჭრის!

  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, სასაკავას მშვიდობის ფონდში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართვლო არ უყურებს NATO-ს, როგორც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გადაჭრის საშუალებას.


  მისი თქმით, საქართველო გადაჭრის ამ პრობლემებს გაცხადებული მშვიდობიანი ფორმატით.

  "ჩვენ გადავჭრით ამ პრობლემებს არა სამხედრო გზით, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საზოგადოებისა და მოსახლეობის ჩართულობით საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  მარგველაშვილის განცხადებით, არსებობს მაგალითები, როცა NATO-ში მიიღეს ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ჰქონდათ.
 
  მისი თქმით, რუსეთს აქვს ყველაზე ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირისა და NAთO-ს სახელმწიფოებთან. რუსეთი ჩართულია ერთობლივ სამხედრო პროექტებში ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებთან, რუსებს არ აქვთ არანაირი სირთულეები, თავს გრძნობდნენ კარგად, როდესაც მიდიან სამოგზაუროდ, სავაჭროდ, კულტურული ურთიერთობებისთვის თუ საცხოვრებლად ევროპაში.

 "ისინი არიან ძალიან მეგობრულები ევროპელებთან და მათ ეს ურთიერთობები მოსწონთ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს უფრო რთულია საქართველოში. ასე რომ, როდესაც მე ვხედავ NATO-ს და ევროკავშირის გაფართოებას, მე ასევე ვხედავ ძალიან მშვიდობიან პარტნიორობას რუსეთსა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს შორის. მათ ასევე აქვთ  სპეციალური ფორმატი რუსეთთან ურთიერთობებისთვის, თუმცა, უეცრად ეს საკითხები გახდა მწვავე, პრობლემური საქართველოს, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ჭრილში. ეს არ არის რუსეთ-ევროკავშირისა და რუსეთ-NATO-ს ურთიერთობების გამო, ეს არის გაცხადებული პრივილეგირებული ინტერესების ზონის არსებობის თეორიის გამო, რომელიც განსაზღვრავს, რომ რუსეთს აქვს სპეციალური უფლებები, ინტერესები და შესაძლებლობები თავის მეზობლებთან მიმართებაში. ეს არის მთავარი პრობლემა - მეზობლებთან დამოკიდებულების პრობლემა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: